პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა

ვერსია 1.0.0

პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის დოკუმენტი

პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის დოკუმენტი აღწერს, ციფრული საგანმანათლებლო პლატფორმის, StudOrga-ს www.studorga.com (შემდგომში - ვებგვერდი) მიერ მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების დამუშავების პროცესს.

აღნიშნულ დოკუმენტში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით და სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრული მნიშვნელობა.

მონაცემების დამუშავების მიზნები

StudOrga წარმოადგენს ციფრულ საგანმანათლებლო პლატფორმას, რომელიც სხვადასხვა პროფესიული თუ საგანმანათლებლო პროექტებით დაინტერესებულ ახალგაზრდებსა და შესაბამის ორგანიზაციებს ერთმანეთთან აკავშირებს, უზრუნველყოფს გამარტივებულ კომუნიკაციას და ხელს უწყობს მათ ნაყოფიერ თანამშრომლობას.

StudOrga ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით და ზემოხსენებული საქმიანობის განსახორციელებლად, ვებგვერდის მეშვეობით, ახდენს პლატფორმის მომხმარებელთა ("მომხმარებელი"- ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომელიც პლატფორმაზე რეგისტრირდება და StudOrga-ს აწვდის თავის პერსონალურ მონაცემებს) პერსონალური მონაცემების დამუშავებას მხოლოდ შემდეგი მიზნებისათვის:

  • მომხმარებლის იდენტიფიკაცია და ავტორიზაცია;
  • ინდივიდუალური პროფილის შექმნა;
  • სტუდენტისა და ორგანიზაციის ურთიერთობის მხარდაჭერა;
  • პროექტებზე რეგისტრაციის მართვა და ისტორიის შენახვა;
  • სერტიფიკატების გენერაცია და ავტომატური შეფასება;
  • კომუნიკაციის მხარდაჭერა (შიდა ჩატები, ელ.ფოსტა);
  • რეკომენდაციის ალგორითმების გაუმჯობესება;
  • მომსახურების ანალიტიკა და პლატფორმის ოპტიმიზაცია.

რა მონაცემებს ვაგროვებთ და რატომ?

ვებგვერდის მეშვეობით გროვდება შემდეგი მონაცემები:

1. მომხმარებლის რეგისტრაციის პროცესში:

  • სახელი და გვარი – იდენტიფიკაციისა და სერტიფიკატების გენერირებისთვის;
  • ასაკი / დაბადების თარიღი – არასრულწლოვანთა სტატუსის დასადგენად;
  • პირად�� ნომერი – უნიკალური იდენტიფიკაციისთვის და გარკვეული სერვისების სამართლებრივი უზრუნველყოფისთვის;
  • საცხოვრებელი მისამართი (ქალაქი, რაიონი) – რეგიონალური შესაბამისობის შესაფასებლად;
  • სასწავლო დაწესებულება – სასწავლო სტატუსის დასადასტურებლად;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (ელ.ფოსტა, ტელეფონის ნომერი) – კომუნიკაციისთვის;
  • პაროლი – ინახება მხოლოდ დაშიფრული სახით;
  • სქესი – პერსონალიზებული რეკომენდაციების გასაცემად.

2. მომხმარებლის რეგისტრაციის შემდგომ დამატებითი მონაცემები:

  • ინტერესები (მონიშნული თემატიკები) – პერსონალიზებული რეკომენდაციების გასაცემად;
  • რეიტინგი – პლატფორმაზე აქტივობისა და შეფასებების მიხედვით გროვდება;
  • მონაწილეობის ისტორია – წარსულ პროექტებში აქტივობის და გამოცდილების აღსანიშნავად.

ვებგვერდზე რეგისტრაციის პროცესში შეგროვებული მონაცემები მუშავდება მომხმარებელთა იდენტიფიცირებისა და მათთან კომუნიკაციის მიზნით.

ამასთან, აღნიშნული მონაცემები შესაძლოა გამოყენებულ იქნეს მომხმარებელთათვის სხვადასხვა სახის მასალების გაზიარების, სერვისის ხარისხის კვლევის, მომხმარებელთა სერტიფიკატების დამზადებისა და გადაცემის, სხვადასხვა სახის აქტივობების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიწოდების მიზნით.

16 წლამდე ასაკის პირების მონაცემების შეგროვება ხდება მხოლოდ მათი კანონიერი წარმომადგენლის (მშობელი, მეურვე) თანხმობით.

გარდა ზემოაღნიშნულისა, ვებგვერდის მეშვეობით ხდება დამატებითი მონაცემების შეგროვება. კერძოდ, სისტემა აგროვებს ტექნიკურ ინფორმაციას: მოწყობილობა, ბრაუზერი, IP მისამართი, ვიზიტის დრო. მონაცემები ინახება ანონიმურად და გამოიყენება პლატფორმის გაუმჯობესებისთვის. მომხმარებელს შეუძლია სრულად დაბლოკოს Cookies მის ბრაუზერში. ზოგიერთი ფუნქცია შეიძლება შეიზღუდოს ქუქი-ფაილების გათიშვისას.

მონაცემების მესამე პირებისთვის გამჟღავნება

StudOrga-ს მიერ შეგროვებული პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაცია კონფიდენციალურია. StudOrga მომხმარებლის მონაცემებს მესამე პირებს არ გადასცემს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მომხმარებელი თანახმაა ვებ-გვერდის მეშვეობით გადასცეს თავისი მონაცემები ორგანიზაციას მისთვის სასურელ აქტივობაში ჩართვის მიზნით და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევებისა.

კონკრეტულ პროექტზე დარეგისტრირებისას, მომხმარებელი წინასწარ ეთანხმება, რომ მისი მონაცემები (სახელი, გვარი, ელ.ფოსტა, ტელეფონი, საჭიროებისამებრ – პირადი ნომერი, რეიტინგის ქულა) შეიძლება გაუზიარდეს პროექტის განმახორციელებელ ორგანიზაციას. გაზიარება მოიცავს მხოლოდ საჭირო ინფორმაციას:

16 წლამდე ასაკის მომხმარებლის მონაცემებს ორგანიზაცია მიიღებს მხოლოდ კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის შემდგომ.

უფლებამოსილი პირის მიერ მონაცემების დამუშავება

მონაცემები მუშავდება მხოლოდ StudOrga-ს მიერ განსაზღვრული მიზნებისათვის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესებისა და აკრძალვების გათვალისწინებით. StudOrga მონაცემებს ამუშავებს დამოუკიდებლად და დღეის მდგომარეობით არ იყენებს სხვა უფლებამოსილი (მესამე) პირების მომსახურებას.

თუმცა, შესაბამისი საჭიროების წარმოშობის შემთხვევაში, მომსახურების გაწევის პროცესში, შესაძლოა, მოხდეს უფლებამოსილი პირ(ებ)ისათვის მონაცემების შემცველი ინფორმაციის გამჟღავნება ან/და მათთვის წვდომის უფლების მინიჭება (მაგალითად, ვებგვერდის განახლების ტექნიკური სამუშაოების შესრულების ფარგლებში).

ასეთ შემთხვევაში, მონაცემების გამჟღავნება/მათზე წვდომის უფლების მინიჭება მოხდება მხოლოდ StudOrga-სა და შესაბამის უფლებამოსილ პირს შორის წერილობითი ფორმით გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, რომელშიც გათვალისწინებული იქნება უფლებამოსილი პირის ვალდებულება - მონაცემები დაამუშაოს მხოლოდ StudOrga-ს მიერ განსაზღვრული მიზნებით, ასევე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესებისა და აკრძალვების მხედველობაში მიღებით.

სხვა სახელმწიფოს ან/და საერთაშორისო ორგანიზაციისთვის მონაცემების გადაცემა

ვებგვერდის მეშვეობით დამუშავებული მონაცემები სხვა სახელმწიფოს ან/და საერთაშორისო ორგანიზაციას არ გადაეცემა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მომხმარებელი თანახმაა ვებ-გვერდის მეშვეობით გადასცეს თავისი მონაცემები ორგანიზაციას მისთვის სასურველ აქტივობაში ჩართვის მიზნით და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევებისა.

მონაცემების შენახვა და უსაფრთხოება

მომხმარებლის მონაცემები ინახება მხოლოდ იმ ვადით, რაც აუცილებელია ამ დოკუმენტში განსაზღვრული მიზნების მისაღწევად. კანონით გათვალისწინებულ ვადების გასვლის შემდეგ მონაცემები წაიშლება ან დეპერსონალიზდება.

პროფილის დეაქტივაციის შემთხვევაშიც, პლატფორმა ინახავს შემდეგ მონაცემებს დაშიფრული სახით: პირადი ნომერი, მომხმარებლის რეიტინგი (მხოლოდ სტატისტიკური ან სისტემური უსაფრთხოების მიზნებისთვის).

ვებ-გვერდი იყენებს თანამედროვე შიფრაციის სისტემებს, რათა უზრუნველყოს მომხმარებელთა მონაცემთა მაქსიმალური უსაფრთხოება. მომხმარებელის მონაცემები იგზავნება ასიმეტრიული შიფრაციის პრინციპით, რაც ნიშნავს, რომ ინფორმაცია გადაიცემა დაშიფრულად და მხოლოდ სერვერზე ხდება მისი გაშიფვრა.

მონაცემებზე წვდომა აქვთ მხოლოდ პროექტის ხელმძღვანელსა და პლატფორმის პროგრამისტებს, საჭიროებისამებრ. ადმინისტრატორთა პანელში ინფორმაციის წაკითხვა ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:

  • მომხმარებელი თვითონ ითხოვს წვდომას/დახმარებას;
  • ან/და ხდება მომხმარებლის მიერ წესების დარღვევის ფაქტის გადამოწმება.

სისტემა სრულ შესაბამისობაშია მონაცემთა დაცვის შესახებ მოქმედ კანონმდებლობასთან და უზრუნველყოფს გამჭვირვალე და სამართლებრივად დაცულ მონაცემთა მართვას.

მომხმარებლის უფლებები

მომხმარებელს უფლება აქვს:

1. მოითხოვოს შემდეგი ინფორმაცია მის შესახებ მონაცემთა დამუშავების თაობაზე

  • რა მონაცემები მუშავდება მის შესახებ;
  • მონაცემთა დამუშავების მიზანი;
  • მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძველი;
  • რა გზით შეგროვდა მონაცემები;
  • ვისზე გაიცა მის შესახებ მონაცემები, მონაცემთა გაცემის საფუძველი და მიზანი (უკანასკნელი ინფორმაციის მიწოდება სავალდებულო არ არის, თუ მონაცემები, კანონის თანახმად, საჯაროა);
  • განმარტება მის შესახებ მიღებული ავტომატური გადაწყვეტილების შესახებ.

ამასთან, მომხმარებელს უფლება აქვს გაეცნოს StudOrga-ში მის შესახებ არსებულ პერსონალურ მონაცემებს და უსასყიდლოდ მიიღოს მათი ასლები.

2. მოითხოვოს მონაცემთა გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება

მომხმარებელს უფლება აქვს, მოითხოვოს მის შესახებ არსებული მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება იმ შემთხვევაში, თუ ისინი არის არასრული, არაზუსტი, არ არის განახლებული ან მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ.

3. თანხმობაზე უარი

მომხმარებელს უფლება აქვს, განმარტების გარეშე ნებისმიერ დროს განაცხადოს უარი მის მიერ მიცემულ თანხმობაზე და მოითხოვოს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა ან/და დამუშავებულ მონაცემთა განადგურება (თუ არ არსებობს მონაცემთა დამუშავების სხვა საფუძველი), ასევე, უარი თქვას მხოლოდ ავტომატურ დამუშავებაზე;

4. გასაჩივრების უფლება

თუ მომხმარებელი თვლის, რომ StudOrga-ს მიერ მონაცემთა დამუშავება არ შეესაბამება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილ წესებს, შეუძლია მიმართოს თბილისის საქალაქო სასამართლოს (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი№64).

მომხმარებლის უფლებების შეზღუდვა

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, მომხმარებელის ზემოაღნიშნული უფლებები შეიძლება შეიზღუდოს, თუ მათი რეალიზაცია საფრთხეს უქმნის:

  • სახელმწიფო უსაფრთხოების ან თავდაცვის ინტერესებს;
  • საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებს;
  • დანაშაულის გამოვლენას, გამოძიებასა და აღკვეთას;
  • ქვეყნის მნიშვნელოვან ფინანსურ ან ეკონომიკურ (მათ შორის, მონეტარულ, საბიუჯეტო და საგადასახადო საკითხებ��ან დაკავშირებულ) ინტერესებს;
  • მონაცემთა სუბიექტისა (მომხმარებლის) და სხვათა უფლებებსა და თავისუფლებებს.

შესაბამისი შეზღუდვის ზომა შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია შეზღუდვის მიზნის მისაღწევად. ზემოთ მითითებული საფუძვლების არსებობისას, StudOrga-ს გადაწყვეტილება მომხმარებელს ეცნობება იმგვარად, რომ ზიანი არ მიადგეს უფლების შეზღუდვის მიზანს.

საკონტაქტო ინფორმაცია

ვებგვერდით მოწოდებული პერსონალური მონაცემების წაშლისა და პროფილის დეაქტივაციისათვის, გთხოვთ, მოგვწეროთ StudOrga-ს ელ. ფოსტაზე:privacy@studorga.com

პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის განახლება და დამატებითი ინფორმაცია

აღნიშნული პოლიტიკის დოკუმენტი ექვემდებარება საჭიროებისამებრ განახლებას. დამატებით ინფორმაციასა და StudOrga-ს საკონტაქტო მონაცემებს შეგიძლიათ გაეცნოთ ოფიციალურ ვებგვერდზე -www.studorga.com

Built with v0